რუსი ოკუპანტები მარიუპოლში სულ მცირე 20 ათას უკრაინელს "საფილტრაციო" ბანაკში ამყოფებენ.
როგორც ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პეტრ ანდრუსჩენკომ აღნიშნა, კიდევ 5-7 ათასი ადამიანი ბეზიმიანნოეს "საფილტრაციო" ბანაკში იმყოფება და დეპორტაციისთვის ამზადებენ.
"განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპანტები საფილტრაციო ბანაკში ამყოფებენ სულ მცირე 20 ათას ადამიანს მანგუ-მიკოლაევის-იალტას ტერიტორიაზე", - განაცხადა ანდრიუსჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა იარაღი დაყარონ და დანებდნენ, თუმცა უკრაინელებმა ამაზე უარი თქვეს.
ცნობისთვის, 12 აპრილს ბრიტანულიმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლა, მათ შორის, ციმბირსა და არქტიკულ წრეში.